აზერ სულეიმანოვმა არ იცის, რა ხდება და რატომ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, – მის შესახებ დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მარნეულში მომხდარ ფაქტზე ისაუბრა.
როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, მას შემდეგ რაც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან მიიღო წერილი, რომ მარნეულის ინციდენტში სავარაუდოდ, გარეული იყო პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი, ტელეფონით ესაუბრა.
„აზერ სულეიმანოვმა მითხრა, რომ მან არ იცის, რა ხდება, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე დეპუტატის წინააღმდეგ. შემთხვევა იყო შემდეგი, ეს ახალგაზრდა, რომელსაც მართლაც მოექცნენ საშინლად, თურმე ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი და თქვენი აქტივისტი, რომელიც გამოვიდა მიტინგზე, შემდეგ მოხდა ამ ახალგაზრდის დაბარება შეიხის, აზერ სულეიმანოვისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების მიერ. აზერ სულეიმანოვი მათ სასულიერო ლიდერთან ერთად მონაწილეობდა ამ ახალგაზრდობასთან საუბარში. სულეიმანოვი იცნობს ამ ბიჭს, ექვსი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მებრძოლი იყო. კითხვა იყო ერთადერთი, რატომ მონაწილეობს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით და რატომ აკეთებ განცხადებებს.
ამისთვის შეიხი დაბარებულია პროკურატურაში, ახლა იმყოფება რუსთავის პროკურატურაში. აზერ სულეიმანოვი არის გაკვირვებული, ამისთვის აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მთელი საქართველოს გასაგონად აცხადებთ, რომ იგი არის ბრალდებული, უნდა გამოიძიოთ ყველაფერი, რა მოხდა, რატომ იყო ეს ყველაფერი პროვოკაცია და რა შუაში იყო აზერ სულეიმანოვი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ პროცედურაში მონაწილეობდა, რომელსაც ჰქვია ვითარების გარკვევა და იყო თუ არა ეს პროვოკაცია თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ეს მითხრა ახლა აზერმა ტელეფონით. ამას ჩვენ გავარკვევთ და არავის არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნოთ და გამოიგონოთ ახალ-ახალი იურიდიული ტერმინები, როგორიც არის განრიდება, თუ არიდება და ა.შ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან მიიღო წერილი, რომ მარნეულის ინციდენტში სავარაუდოდ, გარეული იყო პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი.
შეგახენებთ, რომ
საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომელიც წარედგინება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესებისა და ვადების დაცვით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენა – მხილების მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს გამო დააკავეს, სადაც მოქალაქეს მოშარდვას და შარდის სახეზე წასმას აიძულებენ.