ახალი ამბები

ხიდაშელი: “კვლევა დამილინკეთ”

“კვლევა დამილინკეთ, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დღეს, კვლევების მუდმივი უარმყოფელი ოცნებისთვის.  ნეტავ ვინ დაუწერათ ეს მესიჯი. მგონი მათი მთავარი მტერი ის არის”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” სხდომას.

შეგახსენებთ, რომ დღეს “ოცნების” ოფისში პარტიის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 4 მინისტრი და პრემიერ-მინისტრი თანამდებობას დატოვებდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ მათ “იუნისეფის” კვლევაზე ისაუბრეს.

იტვირთბა....