ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნუგზარ წიკლაური: “სამთავრობო ცვლილებები არაფერს ცვლის

“სამთავრობო ცვლილებები არაფერს ცვლის. რეალურად ერთხელ უკვე მოსმენილი და მოდერნიზებული ბოდიშია, რომლის მიზანი არის პროტესტის ჩაცხრობა ძარცვის და ძალადობის ახალი ტალღის წინ.

ყვითელი ავტობუსებიც მალე ჩამოდგება იმ მგზავრებისთვის, ვინც პირდაღებული ელოდება ივანიშვილის ანკესზე მობმულ სატყუარას”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური მთავრობის შესაძლო ცვლილებების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ რამოდენიმე მინისტრი და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობას დატოვებენ.

იტვირთბა....