ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნუკრი ქანთარია: “ცვლილებების დროა”

ცვლილებების დრო დგება, მაგრამ კონკრეტულად რომელი და რანაირად ამაზე ვერ ვისაუბრებ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას შესაძლო სამთავრობო ცვლილებების კომენტირებისას.

პარტა “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” სხდომაზე შესვლის წინ ქანთარიამ განაცხადა, რომ პროცესებმა ბევრი რამ გააშიშვლა და ბევრი პრობლემა აჩვენა, რაც საჭიროებს გადახედვას და არა თვალის დახუჭვას.

„ყურში არავის უჩურჩულებია, სამთავრობო ცვლილებებზე. ვნახოთ, რა საკითხებს განვიხილავთ. უმრავლესობაში ასეთი შეხვედრა ხშირად ტარდება, ერთ-ერთი შეხვედრა დღესაა. პროცესებიდან გამომდინარე, ცვლილებების დრო დგება, მაგრამ კონკრეტულად რომელი და რანაირად ამაზე ვერ ვისაუბრებ. ცვლილება შიგნით იქნება თუ ეს კადრების გადაადგილებას გამოიწვევს, ეს შესაძლებელი მგონია, რადგან გარკვეულ ეტაპზე, საჭიროა რაღაც განახლება. მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამ გააშიშვლა და ბევრი პრობლემა აჩვენა, რაც საჭიროებს გადახედვას და არა თვალის დახუჭვას”, – განაცხადა ქანთარიამ.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ რამოდენიმე მინისტრი და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობას დატოვებენ.

იტვირთბა....