სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს ინფორმაცია არ აქვს.
ამის შესახებ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში.
„არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. ჩემთან ამ საკითხზე კონსულტაციები არ ყოფილა და ვერაფერს გეტყვით. ამის შესახებ თქვენგან მესმის პირველად“, – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს კულტურის მინისტრმა.