ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

ჩერგოლეიშვილი: “პროკურატურა ივანიშვილისთვის იგივეა, რაც წმინდა გრაალი – მისი გამოცლა იქნება რთული”

“სარალიძე სამართალს იპოვის მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ პროკურატურა გამოეცლება ივანიშვილს ხელიდან.

პროკურატურა ივანიშვილისთვის იგივეა, რაც წმინდა გრაალი – მისი გამოცლა იქნება რთული.

იმისთვის რომ ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების შერჩეულ კანდიდატს დათანხმდეს, საჭიროა წნეხი ქუჩაში.

იმისთვის რომ ქუჩაში იყოს წნეხი, საჭიროა მაკონსოლიდირებელი გზავნილი.

მაკონსოლიდირებელი გზავნილი არაა “მთავრობის დამხობა”, ბევრი მიზეზია ამისთვის – პირველ რიგში ის, რომ ალტერნატივას ვერ ხედავენ და სტატუს კვო ურჩევნიათ.

ყველა ასეთი მოთხოვნა, პროტესტს ამცირებს და მარგინალურს ხდის.

ამაზე ვინც ჩხუბობს და მთელ ერს ამუნათებს, ჩემს თვალში არის სასოწარკვეთილი სულელი.

იმისთვის, რომ ხალხი პოლიტიკურ პარტიებს ენდოს, სულ მცირე ის მაინცაა საჭირო, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ხალხი დაარწმუნონ, რომ სარალიძის გასაჭირი ანაღვლებთ და არა ძალაუფლების დათრევა.

ამას ვიძახი იმთავიდან და ამას ვამბობ ახლაც.

ხალხთან ნუ ჩხუბობთ პოლიტიკოსები, რომ ხალხს არ მოსწონხართ.

ნდობა გაქვთ მოსაპოვებელი!

ნდობა რომ მოიპოვოთ, შედეგი უნდა დადოთ – ამ შემთხვევაში შედეგი იქნება სარალიძის შვილის მკვლელების და მათზე ხელის დამფარებლების დასჯა!”, – წერს სოციალურ ქსელში “ტაბულას” დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.

იტვირთბა....