პარლამენტის შენობა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უკვე დატოვა.
გიორგი გახარია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ხვდებოდა. შეხვედრაში მონაწილეობდა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეც.
გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობა კვლავ ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრი გირგი გახარია პარლამენტში მივიდა.