სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პარლამენტის წინ დაკავებული ზვიად კუპრავასა და კიდევ სამი პირის შესახებ მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლემ მათ 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მათ წინააღმდეგ უმკაცრესი ზომა, ბრალდებულების ადვოკატებმა კი სამართალწარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.
ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ 2 პირი დღეს დილით დააკავეს.
როგორც შსს-მ განაცხადა, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.