ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბესელია: “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რასაც აკეთებენ, არის პირდაპირი პროვოკაცია”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რასაც აკეთებენ, არის პირდაპირი პროვოკაცია და ობსტრუქცია.

„მე მესმის და ამიტომ მუდმივად ვმიჯნავ შვილმკვდარი მშობლის ტრაგედიას და ემოციას. ის განსხვავებულია და აქ ჩვენი თანაგრძნობის და თანადგომის ხარისხი სხვა არის, მაგრამ როდესაც მე ვუყურებ, რას აკეთებენ „ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერები, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია და ობსტრუქცია“, – განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელია კონკრეტულად არ პასუხობს კითხვას იმის შესახებ, დატოვებს თუ არა პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, როგორც ამას ზაზა სარალიძე ითხოვს. დეპუტატი უსამართლოდ მიიჩნევს ზაზა სარალიძის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბესელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში მას შეურაცხყოფა მიაყენა.

„მე მინდა, ჩემი თანაგრძნობის მასშტაბი იყოს იმხელა, რომ დაიტოს მათ შორის ასეთი უსამართლო შეფასებები, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. როგორ ფიქრობთ, ჩემი ოცნებაა ამ კომისიაში ვიყო? საჭირო იყო გარკვეული პროფესიული, ობიექტური გამოცდილების მიხმარება, თორემ ჩემი პირადი ახირებით და ოცნებით კი არ ვარ ამ კომისიაში. მე არ მაქვს პოზიცია, რომ აუცილებლად უნდა ვიყო კომისიაში, მანდატი მივიღე პარლამენტის მხრიდან საჭიროებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ბესელიამ.

იტვირთბა....