ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სესიაშვილი: “ყველა რესურსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სარალიძის საქმეზე მართლმსაჯულება შედგეს”

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ყველა რესურსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სარალიძის საქმეზე მართლმსაჯულება შედგეს, დანარჩენ შემთხვევაში, ყველა პოლიტიკურ მოთხოვნას პოლიტიკური პასუხი გაეცემა.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, ზაზა სარალიძის მოქმედებების შეფასებას არ მოახდენს, იმიტომ რომ ის არის შვილმკვდარი ადამიანი.

„მისი ემოციები მესმის და ყველა ვართ დაინტერესებული, რომ მომხდარ ტრაგედიასთან მიმართებაში ჭეშმარიტება დადგინდეს. თუმცა, ჩემი მხრივ, ვხედავ, რომ არიან პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით ეს ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური ინტერესები და ცდილობს, ძალისმიერი აზროვნებით მოახდინოს რევანში დღევანდელ ხელისუფლებაზე. ეს ორი ერთმანეთთან რამდენად თავსებადია, საზოგადოებამ გადაწყვიტოს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რა ფორმით განვითარდება მოვლენები რუსთაველის გამზირზე, სესიაშვილის თქმით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის დაცული იქნება.

იტვირთბა....