„პოლიცია მოქმედებდა სრულიად ქაოტურად, იმიტომ, რომ ბოლო მომენტში მიიღო რომელიღაც მაღალჩინოსანმა, რომ თავს დაგვსხმოდნენ ჩვენ,“ – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის წინ “რუსთავი 2-ს” განუცხადა.
თინათინ ბოკუჩავას თქმით, პოლიციამ ნიკა მელია და ირაკლი აბესაძე დააკავა. მისი თქმით, მის დაკავებასაც გეგმავდნენ, თუმცა, მის გვერდით მყოფებმა არ მისცეს ამის საშუალება სამართალდამცავებს.
თინათინ ბოკუჩავას თქმით, მან დაზუსტებით იცის, რომ 4 პირია დაკავებული, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ უფრო მეტი აეყვანათ სამართალდამცავებს.
„მთელ რუსთაველზე დაგვსდევდნენ ასე და ტენიდნენ ადამიანებს მანქანებში. წარმოუდგენელია, როდესაც შვილმოკლულ მამებს უდგახარ გვერდზე სრულიად მშვიდობიან აქციაზე, რომელიც არც ისეთი მრავალრიცხოვანი იყო, რომ საფრთხე შექმნოდა ივანიშვილისთვის, რა დაემართათ. იმდენად პანიკაში არიან გახარიას უწყება, რა თქმა უნდა, ახლა გახარიას აქვს ეს დავალება მიღებული ივანიშვილისგან პირადად, რომ რაღაცნაირად ჩააწყნაროს ეს სიტუაცია,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.