პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას რუსთაველზე მიმდინარე აქცია და იქ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დაკავებას გამოეხმაურა.
“მე ვფიქრობ, რომ ნიკა მელიასა და “ნაციონალების” დაკავება დიდ ხმაურს არ გამოიწვევს. ეს ხომ სისხლის სამართლის დაკავება არ არის. აქ რაიმე ექსტემალურზე საუბარი ზედმეტია. იქნება ხმაური და ეს არაერთხელ გვინახავს. ზოგადად, “ნაციონალების” მხრიდან სამართლიანობის გზავნილის დროშაზე აწევა ანუ სისტემის სისასტიკესთან დაკავშირებით რბილად რომ ვთქვათ არადამაჯერებლად გამოიყურება. ეს არ არის მათი თემა.
სამწუხაროდ, ჩვენ შვილმკვდარი მამების ტრაგედია გვაქვს და ყველა ვუთანაგრძნობთ, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერობით პოლიტიკური პროცესების აგება ძალიან გაჭირდება და პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აქციაზე სამართალდამცავებმა კარვები დაშალეს და ნიკა მელია და სხვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დააკავეს.