ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულუკიანი: “მე პირადად ბატონი მურუსიძე არ მომწონს”

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გადაცემაში “იმედის კვირა” უვადო მოსამართეელსა და მურუსიძეზე ისაუბრა. წულუკიანის თქმით მას არ მოსწონს უვადოდ მოსამართლეების დანიშვნა.

“ბევრი ყიჟინი მესმის სასამართლოს სისტების ჩავარდნის შესახებ. ეს ცნებების აღრევის ბრალია, რადგან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც ჩემ გადადგომას ითხოვდა და ამბობდა რომ მართლმსაჯულების რეფორმა ჩავარდაო, მათ იუსტიციის სამინისტროსთვის ამ მართლმსაჯულების პირობებში დავები აქვთ მოგებული.

მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამარეთლს პირობებში, ეკა გიგაური იუსტიციის სამინისრტროს უგებს  სასამართლო დავებს. მე ბატონი მურუსიძე არ მომწონს . არც ის მომწონს, რომ ჩვენ რელურად ვერ შევძელით უფრო სწრაფად წარგვემართა საკადრო ცვლილებები მართლმსაჯულების სისტემაში. იცით რატომ ვერ შევძელით? რომ მე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირველი 3-4 წელი ჩემი მინისტრობისა მუდმივ წინააღმდეგობას ვხვდებოდი არასამთავრობო სექტორისგან და ზოგიერთი უცხოელი მრჩევლისგან, როდესაც ვამბობდი, რომ უვადო დანიშვნები არ არის კარგი და პრობაციის პერიოდი უნდა შენარჩუნდეს. იმ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ითხოვდა იუსტიციის მინისტრის გადადგომას, ის კი არ აინტრერესებს, რომ რამდენად წინ წავიდა ქვეყანა სამართლებრივ სფეროში , ისინი მონაწილეობენ რაღაც პოლიტიკურ პროცესში. მთავარია ამ არასამთავრობო ორაგანიზაციებმა გვერდით გადადონ პოლიტიკური ინტერესები. ან ჩამოაყალიბონ პოლიტიკური პარტია და შევეჯიბროთ არჩევნებში ვინ უფრო მეტ ხმას აიღებს ჩვენ, თუ პარტია- ეკა გიგაური ან დაუბრუნდნენ არასამთვრობ სექტორს”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

იტვირთბა....