ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულუკიანი: “შოთაძე იყო კანონის უზენაესობის გზაზე სიარულში ჩვენი მთავარი პარტნიორი”

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა,  გადაცემა “იმედის კვირაში” ირაკლი შოთაძესე ისაუბრა. მინისტრის თქმის 5 წლის განმავლობაში შოთაძე იყო ყველაზე სანდო პროკურორი მისთვის.

“ირაკლი შოთაძეს, როგორც ჩვენი ქვეყნისნ მთავარ პროკურორს, შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 5 წლის მანძლზე ჩემი იუსტიციის მინისტრობისას ეს იყო ქვეყნის ერთადერთი პროკურორი რომელსაც ჰქონდა ჩემი პირადი ნდობა. იყო რეფორმები რომელსაც ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტრო და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორი, რეფორმის გზაზე იყო ყოველთვის ირაკლი შოთაძე.

ხანდახან იყო, შემთხვევები, როდესაც პრემიერი არ პარტნიორობდა ჩემთან რეფორმების ნაწილში, სწორედ ირაკლი შოთაძე იყო კანონის უზენაესობის გზაზე სიარულში ჩვენი მთავარი პარტნიორი. ყველაზე კარგი მაგალითი ამისა, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო წინააღმდეგი ნარკოპოლიტიკის გაჰუმანურებისა, ეს გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილის პრმეიერობისას, ირაკლი შოთაძეს, რომ არ დაეჭურა ჩემთვი მხარი, რომ სისხლის სამართლის კოდექსში გამიჯნულიყო, მოხმარებისა და გასაღების მუხლი, ეს რეფორმა ვერ ჩატარდებოდა. რეფორმა რომ არ ჩატარებულიყო ჩვენ ვერ მივიღებდით უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან.

დღეს ჩემთვის ცნობილი არ არის სად გააგრძელებს მუშაობას ირაკლი შოთაძე”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

 

იტვირთბა....