ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი ციტატა

ინაშვილი: “სააკაშვილ- ბოკერიების გათეთრება უნდა დათავრდეს! მაშინ ზაზა სალარიძეც იპოვის სამართალს”

“ახლა ნამდვილად არაა კორექტული ამ თემაზე საუბარი, რიგი მიზეზების გამო, მაგრამ რაც დღეს აქციაზე ვიხილეთ, იმაზე 10-ჯერ ცოტა მხარდაჭერი ჰყავს ნაცმოძრაობის ბოკერიას განშტოებას- რეალურად, ოჯახის წევრები! და ეს პატარა ჯგუფი ხელისუფლებას მთავარ ოპოზიციურ ძალად ჰყავს აღიარებული. არავითარი 500 000 ხმა ამ კრიმინალებს არ მიუღიათ! ტყუილი უნდა დამთავრდეს! სააკაშვილ- ბოკერიების გათეთრება უნდა დათავრდეს! მაშინ ზაზა სალარიძეც იპოვის სამართალს და მალხაზ მაჩალიკაშვილიც! კობახიძე- მდინარაძეების უსინდისო კოჰაბიტაცია ბოკერიებთან უნდა დამთავრდეს, თორემ ქართველი ხალხი აღარ აპირებს ამ უზნეობის და ტყუილის ატანას! და ამას “ქართული ოცნება” ცოტა ხანში ნახავს!”, – წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.

იტვირთბა....