რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია #ნუმომკლავ მიმდინარეობს. აქციაზე სიტყვით გამოვიდა მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა და განაცხადა, რომ სისტემა უნდა ჩამოიშალოს.
„ჩვენ ვიდგებით აქ მანამ, სანამ არ ჩამოვშლით სისტემას ბოლომდე და ამ ადამიანებს, ვინც ვერ უზრუნველყოფს ამ ქვეყნის სამართლიან ცხოვრებას, ვინც ვერ უზრუნველყოფს ადამიანების კეთილდღეობას, ეს ადამიანები უნდა წავიდნენ ამ ქვეყნიდან. უნდა წავიდნენ პოლიტიკური ცხოვრებიდან,“ – განაცხადა კუპრავამ.