აქციაზე ნუ მომკლავ სიტყვით ზაზა სარალიძე გამოვიდა და მან შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვა.
“ყველას დიდი მადლობა ვინც გვერდით მიდგას. პირველ რიგში, გომბორზე გარდაცვლილ ბავშვს წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი. კონკრეტული განაცხადი იქნება, რომ მოვუწოდებ მმართველ გუნდს, რომ მოვიდეს და აქ დადგეს. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა კარი ღიაა, ვისაც სამართლიანობის აღდგენა სურს. თუ გული უძგერთ, გტხოვთ მობრძანდით და დაგვიდექით გვერდით. ჩ
ემი შვილის მკვლელობის მკვლელობის გამოძიება პირველ რიგში დაიწყო გახარიამ და მისმა უწყებამ გააყალბა თავიდან. ახლა ისევ გახარიას დაუბრუნეს. არ ვენდობი, მაგრამ მივეცი ვადა. იმის ნაცვლად ქმედითი ნაბიჯი გადაედგათ ჩემი შვილის სულში ჩაფურთხება გააგრძელეს. მორჩაძის დაკავებით ცდილობენ, რეალური ჩემი შვილის მკვლელი არ დასაჯონ. მივესალმები სუბელიანის დაკავებას. არის დანაშული თუ არა პროკურორების, რომლებმაც შოთაძე გადადგა. ახლა ვითხოვ გახარიას გადადგომას, რომლებმაც ყველა ფეხზე დაგვიკიდა. ეს ადამიანი ამ თანამდებობას არ შეეფერება. არ მივცემ ამათ მოტყუების საშუალებას. ვის უნდა ახალი შოთაძის მოყვანა? წულუკიანს? გადადგეს წულუკიანიც. მან ტაშ-ფანდურით გააცილა შოთაძე. მე ბრძოლას არ შევწყვეტ სანამ ჩემი მოთხოვნას არ შესრულდება. თქვას გახარიამ თუ არასამართლიანად ვითხოვ ამას. ხალხმა წარადგინოს გენ.პროკურორი, რომელთაც ჩვენ ვენდობით”, – განაცხადა სარალიძემ.