ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა პეტრე: “აფრო-ამერიკელის მონათვლისას ერთმა დაიჩივლა – ალბათ, მეფე მირიანი საფლავში ბრუნავსო”

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში სვეტიცხოველში აფროამერიკელის მონათვლის ისტორიას წერს.

“ეს წუთია აფრო-ამერიკელი მოინათლა, პეტრე დავარქვით… ძალიან ბედნიერი, გახარებული ეზიარა მართლმადიდებლობას. ეს იყო მისი არჩევანი, მისი თავისუფალი ნება…

ნათლობის პროცესს უამრავი ტურისტი, ქართველი თუ არაქართველი შეესწრო…
ერთმა ქალბატონმა დაიჩივლა, საწყალი მეფე მირიანი ალბათ, საფლავში ბრუნავსო…

ვწუხვარ, ამ არასწორი, მიკერძოებული სარწმუნოების გამო…
რა ცუდად გვესმის ქრისტეს მნიშვნელობა კაცობრიობის წინაშე…
ამის ახსნა არც უნდა გვჭირდებოდეს…

აბო არაბი იყო, გვირობანდაკი, იგივე ევსტათი მცხეთელი, სპარსი… საქართველოში პირველი მოწამეც, რაჟდენი სპარსი იყო…

ქრისტე ყველას კუთვნილებაა.. ყველაზე მეტად მას ეკუთვნის, ვინც არამხოლოდ ტრადიციით, არამედ საკუთარი ნებით არის მართლმადიდებელი…
დიახ, მირიან მეფემ დღეს ყველაზე მეტად გაიხარა, რადგან სვეტიცხოველში, მის ემბაზში რომ ფერადკანიანი პეტრე გახდა”, – წერს სოციალურ ქსელში მამა პეტრე კოლხი…

იტვირთბა....