ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

ინაშვილი: “სახელმწიფო იმიტომაა სახელმწიფო, რომ მარტო ოთო კახიძის ხუშტურებზე კი არ დახტოდეს, არამედ ფუნდამენტურ საკითხებზე ზრუნავდეს”

“საბჭოთა ეპოქაში გავიზარდეთ, მაგრამ იმ წითელ გარემოშიც კი სკოლა, ოჯახი, ერთადერთი ტელევიზია, საზოგადოება ჩვენში ეროვნულ სულისკვეთებას არ ჰკლავდა. პირიქით, ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენი სამშობლო საქართველოა და მისთვის თავი უნდა გაგვეწირა. ცოტნე დადიანი გამოგონილი პერსონაჟი არ გვეგონა. როცა დადიანის გმირობის ამბავს გვიკითხავდნენ, ისე განვიცდიდით, თითქოს მზეზე გახურებული თაფლი გვწვავდა. ტყუილზე ვწითლდებოდით! ცუდ საქციელზე თუ გვსჯიდნენ, ვხვდებოდით,
რატომ გვსჯიან და მშობლებსა და მასწავლებლებს სასამართლოში არ ვუჩიოდით.

ჩემს კლასში თითქმის ყველა ბავშვს სამასი არაგველობა უნდოდა. გასაგებია, რომ შეიცვალა ეპოქა, გლობალიზაციამ, სამეცნიერო ტექნოლოგიების აფეთქებამ “რევოლუციამდელი ბავშვების” საუკუნეც დაასრულა. ახლა იბადებიან და მეორე დღეს კომპიუტერის კლავიატურას ისე ხმარობენ, თითქოს მუცელში შეითვისეს ინტერნეტტექნოლოგიები… ამ ეპოქაში “შვლის ნუკრის ნაამბობზე” მასობრივად აღარ ტირიან. ცოცხალი ურთიერთობები და ემოცია სოციალურმა სივრცემ და ვირტუალურმა მეგობრობამ ჩაანაცვლა, მაგრამ სახელმწიფო იმიტომაა სახელმწიფო, რომ მარტო ოთო კახიძის ხუშტურებზე კი არ დახტოდეს, არამედ ფუნდამენტურ საკითხებზე ზრუნავდეს.

მაგალითად, ზრუნავდეს განათლების თანამედროვე, ხაზგასმით ვამბობ- ეროვნული კონცეფციის შემუშავებაზე. ტყუილად არ ვითხოვდით, რომ კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაეწერათ: სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა მომავალ თაობაში ეროვნული ცნობიერების აღზრდა, რაც სულაც არ ეწინააღმდეგება პოზიციას, – ვიყოთ პროგრესულები. ვფიქრობ, საფრანგეთშიც სამარცხვინოა, რომ იყო ფრანგი და არ იცოდე,- ვინაა ჟანა დარკი. ჩვენ ჩვენი თამარ ვაშლოვანელების გაპიარებაზე უნდა ვიზრუნოთ და ეს უნდა გავაკეთოთ თანამედროვედ, შემოქმედებითად, სწორად. ყოველგვარი იდეოლოგიური ტერორის გარეშე! თორემ… თვითონ იცით, საითაც მივდივართ”, – წერს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....