“ტაბულას” დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მირზა სუბელიანის დაკავებას ეხმაურება.
“შსს-მ გამოიძია სარალიძის და დადუნაშვილის მკვლელობის საქმე და მასალები მისცა პროკურატურას.
არც უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ გახარია თავის თავს ამხელს.
მკვლელი რომ არ არსებობს, ამას რანაირად სცემს პასუხს შსს-ს დღევანდელი ბრიფინგი, გაუგებარია.
“მირზა სუბელიანმა პოლიციელს ენა გამოუყო”.
მაშინ, ხო. მაშინ დავიჯერებთ რომ შეიძლება ბავშვი მოკლან და მკვლელი არ არსებობდეს.
პ.ს. ამ საქმეს ნათელი მანამდე არ მოეფინება და დამნაშავეები არ დაისჯებიან, სანამ პროკურატურა არ გამოვა ივანიშვილის პოლიტიკური ვერტიკალიდან!”, – წერს ჩერგოლეიშვილი.