ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სარალიძე ხვალინდელ აქციაზე: “ჩემი თხოვნაა ქართული საზოგადოებისადმი, რომ ყველა დავდგეთ ფეხზე უსამართლობის წინააღმდეგ”

მირზა სუბელიანის დაკავების შემდეგ ზაზა სარალიძემ პრესკონფერენცია გამართ და განაცხადა, რომ ეს მისთვის გადმოგდებული საკენკია და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ხვალინდელ აქციაზე მხარში დაუდგეს.

“ხვალ, დაგეგმილ აქციას, რა თქმა უნდა, ვუერთდები – ჩემი თხოვნაა ქართული საზოგადოებისადმი, რომ ყველა დავდგეთ ფეხზე უსამართლობის წინააღმდეგ. პრემიერს კონკრეტული პირების ჩამონათვალი აქვს და ეს არის საკმაოდ გრძელი სია. მათ შორის არიან პროკურატურის თანამშრომლები, საგამოძიებო ჯგუფის წევრები, ვინც მონაწილეობდა საქმის გაყალბებაში, ყველა დასაკავებელია”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შსს-ში მორიგი დაკითხვის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მამა, მირზა სუბელიანი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დააკავა. თუმცა, სარალიძე აცხადებს, რომ ეს მისთვის გადმოგდებული საკენკია და ძალიან ბევრი ადამიანი არის დასაკითხი და დასაჭერი.

იტვირთბა....