“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტში ხრავას საქმესთან დაკავშირებით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხმაურება.
“ჩვენ ახლაც ვაშავებთ. ვაშავებთ, როცა “ფეისბუქში” დიკუსიით ვტკბებით და კლავიატურაზე თითების კაკუნი ქვეყნის სამსახური გვგგონია. ჩვენ ვაშავებთ, როცა ზაზა სალარიძეს პირდაპირ არ ვეუბნებით: დათოს მკვლელობის საქმე, მკვლელების მფარველების საქმე ბოლომდე და დეტალურად უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ, ჩემო ძმაო, ბოკერიას რომ ენდობი და ბესელიას-არა, 2003-2012 წლებში ამ ქვეყანაში ცხოვრობდი, თუ სხვაგან იყავი? ახლა ხელისუფლებას ვეუბნები: ზაზა სალარიძე თქვენ მიიყვანეთ ამ ზომამდე. კაცმა სამართალი ვერ იპოვა. ყველა დაბრმავდით და დაყრუვდით, სანამ სალარიძე აქციაზე არ გამოვიდა.
სად იყავით? რომელი გრანდიოზული საქმეებით იყავით დაკავებული, რომ ერთი შვილმოკლული მამის ხმა თქვენამდე ვერ აღწევდა?! ახლა ხომ გესმით ეს ხმა?! ია მეტრეველის, ჯამბულ გამცემლიძის ხმაც შეისმინეთ, მაგრამ თქვენ,”ქართული ოცნება”, გამორჩეული იმით ხართ, რომ შვილმოკლულ დედებს და მამებსაც ირიბად აპირისპირებთ. არა ხართ თქვენ ის ხალხი, ვისაც სამშობლო უნდა ანდო, არ იმსახურებთ ამას, თქვენი დაუსრულებელი პოლიტიკური თამაშებით, გარიგებებით, ღალატით, დიახ, ქართველი ხალხის ღალატით, რომელსაც ბოლოს ბოკერია შემოუცურეთ”, – წერს ინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ხორავას საქმესთან დაკავშრებით დროებით საგამოძიებო კომისია შექიმნა, სადაც უმრავლესობაში “ევროპული საქართველოს” წევრები არიან და თავმჯდომარეც მათი წევრია.