ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ჩერგოლეიშვილი “რუსთავი 2-ს”: “დებილი რომ გგონიათ ხალხი, მაგიტომ გჭირთ, რაც გჭირთ”

“ტაბულას” დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში “რუსთავი 2-ის” მიერ ზაზა სარალიძისა და დროებითი საგამოძიებო წევრების შეხვედრის გაშუქებას ეხმაურება.

“სარალიძე გაიტაცესო, მიტინგზე რომ ბღაოდნენ მაშინ, როდესაც სარალიძე სახალხო დამცველთან ხაზზე იყო, ამას აკეთებს “რუსთავი 2”.

1. ნიუსი ისაა რომ კომისიას გამოუცხადა ნდობა და თქვა რომ სრულად ითანამშრომლებს – ბესელია რა შუაშია? როდის ენდობოდა ბესელიას?

2. დღეს შეიკრიბა პირველად – რა შედეგი?

დებილი რომ გგონიათ ხალხი, მაგიტომ გჭირთ, რაც გჭირთ”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე ხორავას საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძებო კომისიის წევრებს შეხვდება. სარალიძის განცხადებით, ის თავიდან ბოლომდე ენდობა კომისიას, გარდა ეკა ბესელიასი. სარალიძის განცხადებით, ბესელიამ კომისია უნდა დატოვოს, რადგან უმრავლესობის წევრი მას პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს.

იტვირთბა....