აჭარაში ხელვაჩაურის რაიონში მდინარე ჭოროხზე ჯომარდობისას 4 ადამიანი გარდაიცვალა.
თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 3 გარდაცვლილი იყო და ერთი დაკარგული. როგორც “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურშ განუცხადეს, მეოთხე ტურისტიც ნაპოვნია.
“მეტრონომს” შსს-ს განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
არაოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთაგან 1 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 3 უცხოეთის.