ახალი ამბები ვიდეო მთავარი

„თეა, წადი!” – იუსტიციის სახლში შავი ბუშტები გაუშვეს

რამდენიმე წუთის წინ იუსტიციის სახლში აქტივისტებმა შავი ბუშტები გაუშვეს წარწერით „თეა, წადი!”

https://www.facebook.com/datoabz/videos/vb.100005403511839/815664111957032

დღეს 7 საათზე იუსტიციის სახლთან მოქალაქეები თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბებიან.

——————-

მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დღეს, 8 ივნისს, 19:00 საათზე იუსტიციის სახლთან თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავს. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ, რომ ახალმა იუსტიციის მინისტრმა ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის და კონსესუსის შედეგად, ახალი, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროკურორობის კანდიდატები წარადგინოს.

აქციის ორგანიზატორები იმ არგმენტებსაც ასახელებენ, რის გამოც იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ:

იუსტიციის მინისტრი არის პერსონალურად პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომელიც არ განხორციელდა.
იუსტიციის მინისტრმა არ იზრუნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს
იუსტიციის მინისტრმა მთავარ პროკურორ შოთაძეს მადლობა გადაუხადა კარგად შესრულებული საქმიანობისთვის მისი გადადგომის შემდეგ
იუსტიციის მინისტრის მიერ შერჩეულმა ოთხიდან ვერც ერთმა მთავარმა პროკურორმა ვერ იმუშავა დამოუკიდებლად
თეა წულუკიანი არ აღიარებს და პატივს არ სცემს სასამართლო ხელისუფლებას! ის არ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს გახმაურებულ საქმეებზე, იყენებს ინსტიტუციურ მექანიზმებს პირადი მიზნებისთვის, უკანონოდ ათავისუფლებს თანამშრომლებს სამსახურიდან
იუსტიციის მინისტრმა არამიზნობრივად გაზარდა საშტატო ერთეულთა რაოდენობა იუსტიციის სისტემაში და პარტიული აქტივისტებით გაავსო სამინისტრო
თეა წულუკიანს არ აქვს იურისტის დიპლომი
სტრასბურგმა ორჯერ დაუწუნა მოსამართლეთა სია
წაგებული აქვს თითქმის ყველა საქმე საერთაშორისო დონეზე
იუსტიციის მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა არასამთავრობო სექტორმა;

აქციის ორგანიზატორების აზრით, იმისათვის, რომ აღდგეს პროკურატურისადმი ნდობა, აუცილებელია, მთავარ პროკურორად შეირჩეს პირი, რომელიც არ არის აფილირებული მმართველ პარტიასთან და სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით.
„ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, დარწმუნებულები ვართ, რომ თეა წულუკიანი ვერ შეარჩევს დამოუკიდებელ პროკურორს, სწორედ ამიტომ, ვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას და ახალი იუსტიციის მინისტრის შერჩევას სამოქალაქო საზოგადოებრივი კონსესუსის შედეგად, მისი წინამორბედის შეცდომებისა და ნაკლოვანებების გათვალისწინებით“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

5 ივნისს ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა. თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვდნენ რამდენიმე დღის წინ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზეც.

ფოტო და ვიდეო: ლიბერალი

იტვირთბა....