ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეკა ბესელია – მინდა, ზაზა სარალიძემ თქვას, რა არის ჩემ მიმართ უნდობლობის საფუძველი

ინდა, ზაზა სარალიძემ თქვას, რა არის ჩემ მიმართ უნდობლობის საფუძველი, იმიტომ რომ სხვაგვარად ეს მართლა პოლიტიკურ გზავნილს ჰგავს, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრია. ბესელიას კომენტარს “1ტვ” ავრცეცლებს.

„იქნებ კონკრეტულად თქვას, რომელი განცხადება იყო შეურაცხმყოფელი, ის რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს ამ ტრაგედიას სათავისოდ? ეს არ არის მის მიმართ გამოხატული შეურაცხყოფა? ეს ფაქტი იყო, ამას მთელი საქართველო ადევნებდა თვალს, უკაცრავად, მაგრამ ამას ყველა ხედავდა და ეს არა მგონია, რომ მარტო ჩემგან იყოს აღმოჩენა. მე მინდა კონკრეტულად თქვას მან, რა არის უნდობლობის საფუძველი, იმიტომ რომ სხვაგვარად ეს მართლა პოლიტიკურ გზავნილს ჰგავს, ეს ერთი და მეორე, კომისიას როგორ უცხადებს უნდობლობას, როდესაც კომისიის უმრავლესობაში ოპოზიციაა და არა ეკა ბესელია” – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, ზაზა სარალიძემ კონკრეტულად დაასახელოს, რომელი ფრაზა იყო მისთვის შეურაცხმყოფელი.

„რუსთავი 2“-ის ეთერში, სადაც მე ჩავერთე და ისიც იყო მიწვეული, ძალიან კორექტულად და ფაქიზად გამოვხატე ჩემი განწყობა და ემოციები. თუ რომელიმე ფრაზა იყო იქ შეურაცხმყოფელი, ამოიღოს და კონკრეტულად თქვას. ის, რომ მე „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუყენებ იმ ბრალდებებს, რომ ისინი იყენებენ ტრაგედიას, ეს ბატონ ზაზას არ ეხება. იმ კომისიაში არ არის მხოლოდ ეკა ბესელია, იქ უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, იმ კომისიის თავმჯდომარე არის სწორედ ოპოზიციის კანდიდატი, ბატონი კაპანაძე და უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას კომისიის დასკვნაზე. ასე რომ, ძალიან უცნაურია ასეთი განცხადება, როდესც ჩვენ უმცირესობაში ვართ იმ კომისიაში” – განუმარტა “მოამბეს” დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძის განცხადებით, ის ეკა ბესელიას არ ენდობი და სურს, რომ ხორავას საქმეზე შემქნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დატოვოს.

იტვირთბა....