ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სარალიძე: “მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, კონკრეტული გვარები და სახელები გადაცემულია”

დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ დროებითი საგამოძიებო კომისიასთან შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის კომისიას ენდობა, ხოლო ბესელიას არა.

“აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია, რაც ჩემს ხელთ იყო იურიდიული და არაიურიდიული განხრით მივაწოდე კომისიას. საქმის მასალებში რაც ჩანს შეკერილი საქმე, ყველა დეტალზე ვისაუბრეთ. დაკითხვაზე უნდა დაიბარონ ის პირები ვინც ამ საქმის შეკერვას ცდილობდა – პროკურორები და ა.შ. კონკრეტულ პირებს ახლა არ დავასახელებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ამ კომისიას თვიდან ბოლომდე ვენდობი და მან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა.

რაც შეეხება ბესელიას, ის მადანაშაულებს, რომ ჩემს უკან პოლიტიკური ფიგურები არიან ამოფარებულები და მას როგორ ვენდო? ჩემი საქმე პოლიტიკა არაა, ვემიჯნები ნაციონალებსაც და ოცნებასაც და ნებისმიერ სხვასაც. მე რომ დედა შევაგინო ბესელიას და მერე ბოდიში მოვუხადო, იგივე ფაქტორია.

აქციები გაგრძელდება. თუ მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგა, კონკრეტული პირები უნდა დააკავს, მე გადავცი მათ ეს სიები, იქამდე დავიცავ ჩემს სიმართლეს”, – განაცხადა სარალიძემ “ევროპული საქართველოს” წევრებთან შეხვედრისას.

იტვირთბა....