ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ეკა ბესელია ზაზა სარალიძის განცხადებას ეხმაურება

პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელთან შეხვედრისას, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ, განაცხადა, რომ კომისიაში ეკა ბესელიას გარდა ყველას ენდობა.

ზაზა სარალიძის განცხადებას, მოგვიანებით ეკა ბესელია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია ზაზა სარალიძის პროტესტი.

“ბატონო ზაზა კიდევ ერთხელ გიცხადებთ სამძიმარს თქვენ და ყველა დაზარალებულს.
ეს განცხადება რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან!
მე არცერთ ეთერში, სადაც თქვენც იყავით არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება დამედანაშაულებინეთ რამეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას .

ნაციონალურ მოძრაობას რასაც ვეუბნები ეს თქვენ ნამდვილად არ გეხებათ!
ძალიან უცნაურია იმ კომისიაში სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და ევროპული საქართველოს, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელი, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას.
ეს უკვე მართლაც ბევრისმთქმელია ჩემთვის…”- აცხადებს ეკა ბესელია.

იტვირთბა....