ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზაზა სარალიძე: “არ მგონია, რომ მირზა სუბელიანი დასაკითხად ყოფილიყო, ალბათ მოლაპარაკებებს აწარმოებდა”

“თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მირზა სუბელიანის დაკითხვას 9 საათი ჭირდებოდა? მე არ მგონია, რომ სუბელიანი იქ დასაკითხად ყოფილიყო. პირველი დაკითხვა არის გრძელვადიანი, მეორე დაკითხვა 1-2 საათიანია-ხოლმე. ალბათ, მიდიოდა მოლაპარაკებები დააკავებდნენ თუ არა. მაღალჩინოსნებზე ჯერ არ გავსულვარ, მათზე როგორც კი გავალ გეტყვით. მე დასაკავებელი პირები გადავეცი და თუ არ დააკავებენ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით გაგრძელდება აქციები. კომისიას ვენდობი იმ ნაწილში, რომ აუცილებლად გამოააშკარავებენ იმი პირებს, ვინც შეთითხნა ეს ამბები”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ზაზა სარალიძემ განუცხადა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან შეხვედრის წინ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამამ, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელმა მირზა სუბელიანმა 9-საათიანი გამოკითხვის შედეგად პროკურატურა დატოვა.

მან გამოსვლისას კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.

მირზა სუბელიანს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე დამნაშავის მფარველობაში ადანაშაულებს. სუბელიანი ხორავას საქმეში ერთ-ერთი მოწმის მამაა. სუბელიანი გამოკითხვაზე 1 ივნისსაც იმყოფებოდა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი ლევან დადუნაშვილი და ზაზა სარალიძე 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი,  საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

იტვირთბა....