“თუ ეკა ბესელია იქნება საგამოძიებო კომისიაში, მე კომისიასთან არ ვითანამშრომლებ. ადამიანი, რომელიც მე შეურაცხყოფას მაყენებს, მასთან სალაპარაკოდ არ დავჯდები. დანარჩენი მზად ვარ ყველა ინფორმაცია მოგაწოდოთ რაც კი ჩემს ხელთაა”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ “ევროპული საქართველოს” წევრებთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, რომ ხორავას საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიაა შექმნილი, რომელშიც ეკა ბესელიაცაა.