ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში “ზუმერის” მაღაზია გაქურდეს

რუსთავში გამთენიისას, მობილური ტელეფონების მაღაზია “ზუმერი” გაქურდეს.

არსებული ინფორმაციით ოთხმა მამაკაცმა მაღაზიაში შეღწევა მინის ჩამტვრევის შემდეგ მოახერხეს. წაღებულია “სამსუნგის” და “აიფონის” ყველაზე ძვირადღირებული ტელეფონები. კონკრეტულად თუ რამდენი ტელეფონია მოპარული მაღაზიაში ინვენტარიზაციის შემდეგ დაადგენენ, თუმცა აცხადებენ რომ ზარალი საკმაოდ დიდია.

როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 177 მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ დროისთვის აქტიური სამძერო სამუშაოები მიმდინარეობს.

იტვირთბა....