როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება, მომავალ დღეებში, კერძოდ 8 – 11 ივნისს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
8 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან და ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც. 9 – 11 ივნისს წვიმა და ელჭექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი იქნება.