“ბატონ დავით ჭიჭინაძეს ნათქვამი პატარათი შევასწორო. ერთის მხრივ, ის საუბრობდა “ნაციონალურ მოძრაობაზე”, რომელსაც ხმის ამოღების უფლება არ აქვს და მეორეს მხრივ მათ მიერ გამოყოფილ ოპოზიცია და თან მაგალითი მოიყვანა, რომ აი, “ნაციონალები” გაყვიროდნენ სულს ამოგხდითო.
ბატონო დავით, ის იქით არის, “ევროპულ საქართველოში”. საუბრობენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ხმის ამოღების უფლება არ აქვს და მეორე ოპოზიციას ყველაფრის უფლება აქვს, ამას ხშირად გაოგნებული ვუყურებ. “ნაციონალების” მთავარი ლიდერშიფი, თუ არ ჩავთვლით ქვეყნიდან გაქცეულ ადამიანებს და ერთი ციხეში უზით, ყველანი არიან იქით მხარეს – გულები, ტვინები, ფილტვები..
როდესაც ვსაუბრობთ, რომ “ნაციონალებს” რაღაცის უფლება არ აქვთ და “ევროპულ საქართველოს” აქვთ, ცოტა გაუგებარია. მგონია, რომ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები “ევროპულ საქართველოსთან” ძალიან კომფორტულად არიან. თუმცა, მგონია, რომ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოზიებო კომისია შედეგს აუცილებლად გამოიღებს. იქ არიან ძალიან პრინციპული ელენე ხოშტარია და ოთო კახიძე და მათ არანაირი მემკვიდრეობა არ აქვთ. ისინი “ნაციონალების” წყალობით მოხვდნენ პარლამენტში, მაგრამ ძალიან პრინციპული ადამიანები არიან და თუ რამე კითხვა იქნება დასასმელი, კითხვას დასვამენ”, – განაცხადა “იბერიის” ეთერში ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა.