ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამამ, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელმა მირზა სუბელიანმა 9-საათიანი გამოკითხვის შედეგად პროკურატურა დატოვა.
მან გამოსვლისას კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.
მირზა სუბელიანს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე დამნაშავის მფარველობაში ადანაშაულებს. სუბელიანი ხორავას საქმეში ერთ-ერთი მოწმის მამაა. სუბელიანი გამოკითხვაზე 1 ივნისსაც იმყოფებოდა.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი ლევან დადუნაშვილი და ზაზა სარალიძე 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.