ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქურდობის მცდელობის ბრალდებით რუსთავში ორი არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი არასრულწლოვანი – 2001 წელს დაბადებული ლ.ც. და ასევე, 2001 წელს დაბადებული ა.ჩ. ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 5 მაისს, ღამით, რუსთავში, მე-14 მიკრორაიონში მდებარე სასურსათო მაღაზიის ქურდობა განიზრახეს. მათ კარი დააზიანეს და როდესაც მაღაზიაში შეღწევას ცდილობდნენ, გამვლელმა შეამჩნია და პოლიციას აცნობა. არასრულწლოვნებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.

შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქემ, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა, ითანამშრომლა გამოძიებასთან. მან გამოკითხვისას სამართალდამცველებს არასრულწლოვნების გარეგნობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რის შედეგადაც, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ლ.ც. და ა.ჩ. მიმდინარე წლის 29 მაისს რუსთავში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

იტვირთბა....