ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გახარია და წულუკიანი შესაძლოა საგამოძიებო კომისიაზე დაიბარონ

თეა წულუკიანის მიმართ გაჩნდება კითხვები?- თეა წულუკიანს დავიბარებთ. გახარიას მიმართ გაჩნდება?- გახარიას დავიბარებთ – აცხადებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯოდმარე სერგი კაპანძე. როგორც კაპანაძემ “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა, კომისია საქმის მასალებიდან გამომდინარე დაიბარებს ყველას, ვის მიმართაც გაჩნდება კითხვები და არ იმოქმედებს აერანაირი იმუნიტეტი.

საგამოძიებო კომისია მუშაობას ხვალიდან დაიწყებს. კაპანაძე დღეს უკვე შეხვდა ზაზა სარალიძეს და მისი ინტერესების დამცველებს. საგამოძიებო კომისიის წევრებმა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გამართეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....