საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც დეპუტატებს ხელფასები ეზრდებათ.
“როდესაც ავრცელებ აპრიორი შეთითხნილ ნიუსს და ამავდროულად პრეტენზია გაქვს, რომ მიუკერძოებელი ხარ ელემენტარულად შეგიძლია გადაამოწმო ინფორმაცია, მაგრამ ეს ხომ არაა თქვენთვის მთავარი. მთავარი ხალხის გაგიჟებაა.
ამ მოწვევის პარლამენტში დეპუტატების ხელფასების გაზრდა გამორიცხულია. 2012 წლიდან არ გაზრდილა და არც გაიზრდება. ესაა სიმართლე და მიგიწოდებთ ეს ინფორმაცია გააზიაროთ, რადგანაც მის სისწორეზე პასუხს ვაგებ”, – წერს კვაჭანტირაძე.