ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კაპანაძე: “მნიშვნელოვანია, რომ ამ კომისიის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე”

პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის მამას ზაზა სარალიძეს შეხვდა.

“ჩემი ამოცანაა, რომ საქმემ წაიწიოს წინ რაც შეიძლება სწრაფად. დღეს დილით მქონდა ხანგრძლივი შეხვედრა ზაზა სარალიძესთან. შევთანხმდით მომავალ თანამშრომლობაზე. ასევე მქონდა შეხვედრა მის ადვოკატთან და მასთან ერთაც შევთანხმდით მომავალ თანამშრომლობაზე. დღესვე შევხვდები სახალხო დამცველს, მას შემდეგ რაც მექნება კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან, რათა შევთანხმდეთ მომავალი თანამშრომლობის პერსპექრივებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კომისიის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და ყველა სუბიექტი იყოს ჩართული,”- თქვა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის განცხადებით, კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ზაზა სარალიძესთან ხვალ უკვე პარლამენტში შედგება.

შეგახსენებთ, რომ 31 მაისს საქართველოს პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა.  ზაზა სარალიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უნდობლობას უცხადებს.

იტვირთბა....