ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

„ახალი სომხეთი, ახალი პატრიარქი“ – სომხეთში პატრიარქის გადადგომას ითხოვენ

სომხეთში კვლავ საპროტესტო აქცია მიმდინარებს. ამჯერად პროტესტანტები სომხეთის პატრიარქის გარეგინ მეორის გადადგომას ითხოვენ. აქციაში სასულიერო პირებიც არიან ჩართულები. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

აქციის ორგანიზატორი არის ჯგუფი სახელწოდებით „ახალი სომხეთი, ახალი პატრიარქი“ დემონსტრანტები გარეგინ მეორეს გადადგომას და სომხეთის ახალი პატრიარქის არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ეკლესიიდან განკვეთილი მღვდელი არმენ მელკონიანის თქმით, სომხეთის საპატრიარქოში აუცილებელია რეფორმების ჩატარება.

მისივე თქმით, სომხეთს ისეთივე პოპულარული პატრიარქი სჭირდება, როგორიც ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანია.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ერევნის ქუჩებში მსვლელობა გამართეს. მოგვიანებით გარეგინ მეორე დემონსტრანტებს შეხვედრა შესთავაზა.

გარეგინ მეორე სომხეთის უმაღლესმა სასულიერო საბჭომ პატრიარქად 1999 წელს აირჩიეს.

იტვირთბა....