საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა სოციალურ ქსელში დეპუტატების ხელფასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მედიასაშუალებები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.
“რამდენიმე მედია საშუალებამ გაავრცელა სრულიად მცდარი ინფორმაცია პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა რომ პარლამენტიდან მათ სწორ ინფორმაციას აწვდიდნენ.
პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურება არ გაზრდილა 2012 წლის მერე და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არც გაიზრდება ამ მოწვევის პარლამენტში.
კარგი იქნება ინფორმაციის გადამოწმების ელემენტარულ წესს თუ დავიცავთ და უსაფუძვლო მღელვარებას არ შევქმნით”, – წერს ჩუგოშვილი.