საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას დეპუტატების შესაძლო ხელფასების ზრდას ემსახურება.
მისი თქმით, ეს შავი პიარი და ის ქუჩაში არსებული გაღიზიანების კოეფიციენტის ზრდას ემსახურება.
“სამწუხაროდ, ხელფასები არ გვეზრდება. იცით რას ნიშნავს შავი და თეთრი პიარი. შესაბამისად, პარლამენტის წევრის ხელფასის გაზრდა შესაძლებელია იდეის დონეზე მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში მუხლის შეტანით. სხვანაირად სურვილიც რომ გქონდეს ვერ გაზრდი. სახელმწიფო ბიუჯეტი კანონით მტკიცდება და ამ კანონში უნდა მოხდეს ცვლილების პროექტი თუ გინდა პარლამენტისა და მთავრობის წევრს ხელფასი გაუზარდო. ეს შავი პიარია. ქუჩაში არსებული გაღიზიანების გაზრდა უნდათ, ასეთი კანონპროექტი არავის უნახავს თვალით. ბუნებაში არ არსებობს”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის დეპუტატებს ხელფასი ეზრდებათ.