ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი: “კარგია, რომ ხელისუფლებას დათმობის უნარი აქვს, მაგრამ სადამდე შეიძლება, ეს გაგრძლდეს?”

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

“კარგია, როდესაც ხელისუფლება საზოგადოების პოზიციას ითვალისწინებს. სხვა საკითხია, რომ კრიზისების რაოდენობა დიდია. ეს მეტყველებს, რომ პრობლემა სისტემურ ხასიათს ატარებს. კარგია, რომ ხელისუფლებას დათმობის უნარი აქვს, მაგრამ სადამდე შეიძლება, ეს გაგრძლდეს? აქედან გამომდინარე, სერიოზული დასკვნები უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და სისტემურ პრობლემებს სისტემურად უპასუხოს. მთლიანად უნდა გადაიხედოს მმართველობითი სისტემა. ამ ეტაპზე, ამას ჭირდება აღმასრულებელი ხელისუფლების სერიოზული რეფორმირება. იმისთვის რომ ხელისუფლება მუშაობდეს არა კრიზისების გადალახვაზე, არამედ მისი პრევენციები”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

იტვირთბა....