ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კაპანაძე: “კომისიის მთავარი ამოცანა არაა მხოლოდ დამნაშავეების გამოვლენა, არამედ დადგენა თუ რა მოხდა პროკურატურაში”

„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, არა მხოლოდ ნათელის მოფენა და დამნაშავეების გამოვლენა, არამედ იმის დადგენა თუ რა მოხდა პროკურატურაში.

„შევხვდებით ყველა ადამიანს, რომელსაც რამე კავშირი აქვს ამ საქმესთან. დაწყებული მირზა სუბელიანით და შოთაძით, ასევე კონკრეტული პირებით, ადვოკატებით და იმ პროკურორებით, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართული. ჩვენი მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ ნათელის მოფენა და დამნაშავეების გამოვლენა, არამედ იმის დადგენა თუ რა მოხდა პროკურატურაში“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოსაძიებლად დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას დაამტკიცებს, რომელსაც „ევროპული საქართველოს“ წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

იტვირთბა....