არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ექსპერტებს ხვდება.
ტატუნაშვილსსამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, რაც მისი შვილის სხეულზე არსებულ დაზიანებებს უკავშრდება.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში100-მდე დაზიანებაა აღწერილი. ტატუნაშვილის მამას შეკითხვები აქვს ექსპერტებთან, რატომ არ მოხვდა დასკვნაში დაზინება შუბლზე და ცხვირზე:
„რა უნდა იყოს მაშინ? თავიდან არ ეტყობოდა, მაგრამ მერე, ბოლო დღეებში მკვეთრად გამოიხატა. ცხვირთან დაკავშირებითაც, ცხვირი არ იყო თავისი. ფოტოზე ხომ ეტყობა, როგორი ცხვირი ჰქონდა, ცხედარი გადმოგვცეს კეხიანი ცხვირით. რუსულ დასკვნაშიც ეგრე ეწერა, ცხვირი მთელიო. როგორაა მთელი, საშინელი დალურჯებები იყო. უღმერთოდ აწამეს, რომ ვერ გატეხეს. ფოტოსურათები ვნახე, ერთი ადგილი არა აქვს მთელი,“ – ამბობს არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სამედიცინო დასკვნა ცნობილია. ის ტატუნაშვილის ოჯახს სამი დღის წინ გადაეცა.
ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა თამარ ავალიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია და გონივრულ ვადაში კომისიური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. ტატუნაშვილს 100-მდე სხვადასხვა დაზიანებები აქვს მიყენებული.
იურისტის თქმით, კომისიური ექსპერტიზის პასუხი ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსადგენად სჭირდებათ. თამარ ავალიანი აცხადებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზა საუბრობს იმ დაზიანებებზე, რომლებიც არჩილ ტატუნაშვილს ცხედარს ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, დილით არჩილ ტატუნაშვილი ახალგორიდან გაიტაცეს. 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.