ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გადადგეს ხაჯიმბა”: აფხაზეთში ოპოზიცია გამოსვლებს გეგმავს

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია დაბეჯითებით მოითხოვს რაულ ხაჯიმბამ დატოვოს ე.წ. თანამდებობა.     ოპოზიციურმა პარტია “ამცახარას” ლიდერებმა ე.წ. პრეზიდენტს ღია წერილით მიმართეს, რომელშიც მოუწოდებენ მას გადადგეს.
“თუ ხაჯიმბა არ გადადგება წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციური ძალები ფართომასშტაბიან საპროტესტო გამოსვლებს დავიწყებთ” – ასეთია იმ წერილის შინაარსი, რომელსაც ადგილობრივი მედიის გარკვეული ნაწილი ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ოპოზიციის წარმომადგენლები რაულ ხაჯიმბას კორუფციასა და წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. მათი აზრით, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ვერ ჩამოაყალიბა ქმედითუნარიანი მთავრობა, არ გაატარა დაპირებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, რამაც აფხაზეთის მოსახლეობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დაამძიმა.
იტვირთბა....