ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი: “10 ივნისს რაღაც ფაფხური იქნება, მაგრამ გრანდიოზულ აქციას არ ველოდები”

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას 10 ივნისს პარლამენტის წინ პოლიტიკური პარტიების მიერ დაანონსებულ საინფორმაციო აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ განსაკუთრებულს არაფერს ელოდება.

“10 ივნისს რაღაც ფაფხური იქნება. სიმართლე გითხრათ განსაკუთრებულს არ ველოდები. სანამ ერთი კონკრეტული ადამიანის ტრაგედიაზეა საუბარი, მანამდე რა თქმა უნდა, საზოგადოებაში მაღალია მუხტი. როგორც კი პოლიტიკა დომინირებას იწყებს დომირებას და პარტიები, რომლებიც ისედაც არ წარმოადგენენ დიდ ავტორიტეტს. ბუნებრივია ეს ყველაფერს აკნინებს. მაგრამ სისტემური კრიზის მოგვარება უნდა დაიწყოს. რაც შეეხება წულუკიანი, ის ამ შემთხვევაში წვრილმანია და პრობლემა უფრო ფართოა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს პოლიტიკური პარტიები რუსთველილს წინ საინფორმაციო აქციას აანონსებენ. ისინი სისტემის დანგრევას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

იტვირთბა....