aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ვისოლმა“ გარემოს დაცვის დღე ელექტროტრანსპორტის გამოფენით აღნიშნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს, 5 ივნისს, „ვისოლმა“ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა და ევროპის მოედანზე ელექტროტრანსპორტის საზეიმო გამოფენა მოაწყო, რომელიც მიზნად ისახავს ეკო-მეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციას და გარემოს მიმართ ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას.

ევროპის მოედანზე ელექტროტრანსპორტის გამოფენა, ელექტროსკუტერებით ტესტ დრაივი და სახალისო შეჯიბრი გაიმართა.

„ვისოლის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა. მიმინარე წლიდან „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელის განათება სრულიად ეკო-მეგობრულ – „ლედ“ განათებაზე გადაგვყავს. 2017 წლიდან კი „ვისოლი“ ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელს ავითარებს და მიმდინარე წელს უკვე სწრაფდამტენ სადგურებს ვამატებთ ცენტრალური ავტომაგისტრალის გორისა და თერჯოლის მონაკვეთზე განთავსებულ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსებზე. ეკო-ტრანსპორტის პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის მზაობა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, ელექტრომობილი ეკო-მეგობრული ტრანსპორტია, მას არავითარი გამონაბოლქვი და ემისია არ აქვს, უხმაუროდ მოძრაობს და სრულად ესადაგება ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხედვას. დღევანდელი ღონისძიებით კი ჩვენ ფართო საზოგადოებას გვსურს ელექტრომობილების შესაძლებლობები და უპირატესობები ვაჩვენოთ, რომ ხელი შევუწყოთ ეკო-მეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციას“, – აცხადებს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლი“ ელექტრომობილების დამტენების ქსელს კომპანია „ი-სპეის“-თან თანამშრომლობით ავითარებს.

„დღეს არის გარემოს დაცვის დღე, რომელსაც მსოფლიოში ყველგან აღნიშნავენ. დღევანდელი ღონისძიება ამ დღისადმი მიძღვნილია. გარემოს თუ არ მოვუარეთ, გარემო ცუდად მოგვივლის მომავალში“- აღნიშნა „მეტრონომთან“ სულხან გვალიამ, კომპანია „ი-სპეის“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„ვისოლმა“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელს ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგური თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე შემატა, რეგიონში „ვისოლის“ პირველი ელექტროდამტენი სადგური გორში კომპანიამ „ეკო დრაგის“ – ელექტრომობილების რბოლის გამართვით აღნიშნა. მომავალში კომპანია კი უკვე სწრაფდამტენი სადგურების ქსელს გააფართოებს.

ამ ეტაპზე ელექტრომობილების მძღოლებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ საკუთარი ავტომობილის დამუხტვა.

იტვირთბა....