ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭიჭინაძე: “წულუკიანს პროკურატურის საქმიანობაზე პრეტენზიები არ უნდა წაუყენონ”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე, “მეტრონომთან” საუუბრისას აღნიშნავს, რომ თეა წულუკიანმა არ უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

“არანაირი საჭიროება არ არის რომ წულუკიანი გადადგეს. რას ნიშნავს ითხოვენ მის გადადგომას? რას ითხოვენ? რასთან დაკავშირებით ითხოვენ? ისინი ხომ არასამთავრობობები არიან და კარგად ჩახედულები კანონში? პროკურატურის საქმიანობაში იუსტიციის სამინისტრო  როდის იყო რომ ერეოდა. ძველ დროში ერეოდა და ნიშნავდა კიდეც, აქედან გაომდინარე არასამართლიან მოთხოვნად მიმაჩნია თეა წულუკიანის გადაგომა. წულუკიანს შეიძლება რაიმე სხვა პრობლემებზე წაუყენო პრეტენზია, მაგრამ  არა პროკურატურის საქმიანობაზე. შოთძის ქმედებეზე წულუკიანმა პასუხო არ უნდა აგოს, რადგან შოთაძემ თავდ აგო პასუხი მისი პროკურატურის ქმედებებზე”- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ჯგუფები მოითხოვენ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას.

 

იტვირთბა....