ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახიძე: “დროებით საგამოძიებო კომისიის კითხვებს პასუხს სუბელიანი და შოთაძე გასცემენ”

“ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მირზა სუბელიანი და ირაკლი შოთაძე ნამდვილად იქნება იმ პირთა შორის, ვინც დროებით საგამოძიებო კომისიის კითხვებს პასუხს გასცემს.

“საგამოძიებო კომისიას წინასწარ გამოცხადებული თვითმიზანი არა აქვს. ჩვენი მიზანია, რომ მოხდეს ობიექტურად სიმართლის დადგენა. ამისთვის, პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ სისხლის სამართლის მასალები, რომელიც პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დევს. მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საქმეს შევისწავლით, განისაზღვრება პირთა წრე, რომელიც სავალდებულო წესით ახსნა-განმარტებას მისცემს კომისიას. ამ პირთა წრეში წინასწარ შეგვიძლია ვთქათ, რომ მირზა სუბელიანი და ირაკლი შოთაძე აუცილებლად შევლენ“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ კომისიას საქმის მასალების შესწავლის შემდეგ ისე იქნება მომზადებული, რომ პროკურორები და გამომძიებლები კომისიის კითხვებს ვერ გაექცნენ.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით იქმნება, რომლის თავმჯდომარე “ევროპული საქართველოს” ლიდერი სერგი კაპანაძე იქნება.

იტვირთბა....