ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კუპრავა: “ზაზა მიუშვით ნებაზე ხალხო და აცადეთ ამ ხალხს სამართიანობის აღდგენა”

რუსთაველზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ მას ზაზა სარალიძესთან ორი დღეა კომუნიკაციაში ჩავარდნა აქვს. კუპრავა ამაში სახალხო დამცველს ადანაშაულებს.

“ბოლო ორი დღეა და დღეს განსაკუთრებით, ფიზიურად წვდომა არ მაქვს ზაზასთან და ჩემი და ზაზას ურთიერთობა არ არის თავისუფალი. დარწუნებული ვარ, ზაზას სურვილი ასეთი არ არის. ზაზას სურვილი ვიცი როგორიც არის მთელი 6 თვის განმავლობაში. ჩვენ ასეთი მასშტაბის ჩავარდნა კომუნიკაციაშია არასდროს არ გვქონია, როგორც ახლა. ზაზა მიუშვით ნებაზე ხალხო და აცადეთ ამ ხალხს სამართიანობის აღდგენა. აღუდგინოს მაშინ ლონჯარიამ სამართლიანობა და გაჩერდება ეს კაცი. თავხედობაც არის და თავხედობაც”.

პირდაპირ ვადანაშაულებ ლომჯარიას ზაზასთან კომუნიკაციის შეფერხებაში და არა მარტო ლომჯარიას, მარგამ სუს-ს რა მოვთხოვო ახლა. ეს არის სუს-ის სპეცოპერაცია, რომელშიც მონაწილეობს აღნიშნული ქალბატონი (ლომჯარია) იღებს, რომ შეაჩერონ ზაზას ბრძოლა დასახული მიზნისკენ, სამართლიანობის აღდგენისკენ. ამ სუს-ის ბრძოლის ნაწილია ლომჯარია. ლომჯარია დღეს ასრულებს სუს-ის დაკვეთას”, – განაცხადა კუპრავამ.

 

იტვირთბა....